სამართლის სფეროები

უძრავი ქონება და გარიგებები

ჩვენს ექსპერტებს უძრავი ქონების სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვთ. ჩვენი ექსპერტები წარმოადგენენ ყველაზე მსხვილ დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ ჩართული ვართ ყველაზე კომპლექსურ, მრავალმილიონიან გარიგებებში.

სამართლებრივ დახმარებას გაგიწევთ უძრავი ქონების მოძიების სტადიიდან და გავაგრძელებთ თანამშრომლობას დეველოპერული პროექტების განხორციელებისა და უძრავი ქონების რეალიზაციის ეტაპზეც. მომსახურება მოიცავს უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლას, მათ შორის, სამშენებლოდ განვითარების კუთხით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას, გარიგებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

სამშენებლო სამართალი

დაგეხმარებით მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე სამართლებრივი კონსულტაციითა და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებით. ჩვენი ექსპერტები ჩაერთვებიან მშენებლობის ნებართვის მიღების ყველა სტადიაზე (ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენიდან პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებამდე). ჩვენი ექსპერტები მოგიმზადებენ მშენებლობის პროცესში საჭირო ნებისმიერ ხელშეკრულებას და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.

ლიცენზიები და ნებართვები

დაგეხმარებით საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების მოპოვებაში, მოგიმზადებთ სტატუსზე მორგებულ დოკუმენტაციას და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს ადმინისტრაციულ, მარეგულირებელ ორგანოებში.

სამეწარმეო და კორპორაციული სამართალი

ჩვენი ექსპერტები მოგიმზადებენ ნებისმიერ მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისათვის/დაფუძნებისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

გაგიწევთ კონსულტაციებს ნებისმიერი ტიპის გარიგების დროს და მონაწილეობას მივიღებთ ტრანსსასაზღვრო ბიზნესგარიგებებში, ჩავატარებთ კომპლექსურ კვლევას სამართლებრივი რისკების შეფასების მიზნით და შემოგთავაზებთ მათი აღმოფხვრის ოპტიმალურ გზებს (ე.წ. „დიუ დილიჯენსი“).

სახელმწიფო შესყიდვები

გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვებში თქვენი მონაწილეობისას. დაგეხმარებით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და გაგიწევთ კონსულტაციებს სახელმწიფო შესყიდვების სპეციფიკურობის გათვალისწინებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

გაგიწევთ კონსულტაციებს და მოგიმზადებთ საჭირო დოკუმენტაციას თქვენი, თქვენი თანამშრომლებისა და პარტნიორების პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. გაგაცნობთ პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტრატეგიებსა და რეგულაციებს.

საერთაშორისო კერძო სამართალი

დაგეხმარებით აწარმოოთ მოლაპარაკებები უცხოელ კონტრაჰენტებთან, შეხვიდეთ მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შეარჩიოთ მოქმედი სამართალი და განსჯადი სასამართლო/არბიტრაჟი.

შრომის სამართალი

ვიცავთ როგორც დამსაქმებელთა, ისე დასაქმებულთა ინტერესებს. მოგიმზადებთ შრომით ხელშეკრულებებს, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, დაგეხმარებით შრომითი სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაში, გაგაცნობთ სამართლებრივი რისკების შემცირების გზებს.

დავები

ჩავერთვებით დავებში მათი წარმოშობის ეტაპიდან, შემოგთავაზებთ რისკების ანალიზსა და დავების გადაჭრის სტრატეგიებს კომბინირებულად როგორც ჩვენი, ისე კონკრეტული სექტორის ექსპერტების მონაწილეობით. დავიცავთ თქვენს ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში. მოგიმზადებთ დავის წარმოებისათვის საჭირო სამართლებრივ დოკუმენტაციას, დაგეხმარებით სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ჩვენი კლიენტები ჩვენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.