პარტნიორი

 

კომპანიის პარტნიორი სალომე ჭურაძე 2004 წლიდან კერძო პრაქტიკას ეწევა. მას სამართლებრივი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზაარლანდის უნივერსიტეტის „ევროპის ინსტიტუტსა“ (გერმანია) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, არის ევროპის სამართლის მაგისტრი, სამართლის დოქტორი.

სალომე ჭურაძის გამოცდილება მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროს. მისი უშუალო მონაწილეობით დაიდო მსხვილი ადგილობრივი და ტრანსსასაზღვრო გარიგებები. სალომე მუშაობდა წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიების იურისტად.

სალომე ჭურაძე ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.